გოგი თოფაძე: ეს ჯიუტობა ძვირი დაგვიჯდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას ჯიუტობას უწოდებს. თოფაძის თქმით, რაც მალე გადაწყდება აღნიშნული საკითხი, მით უფრო ჯობია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯიუტობა „ძვირად დაგვიჯდება“.
„ეს ჯიუტობა ძვირი დაგვიჯდება. არ ვეთანხმები ამ ჯიუტობას. მთავრობა არის მთავრობა. იმას თავისი უფლებები აქვს, ამას თავისი. რაც უფრო მალე გადაწყდება ეს თემა, მით უფრო ჯობია“, – აღნიშნა თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები