დავით სერგეენკო: არჩევნების თარიღის დანიშვნის პროცედურულ ნაწილში იყო ხარვეზი და არა შეცდომა

„არჩევნების თარიღის დანიშვნის პროცედურულ ნაწილში იყო ხარვეზი და არა შეცდომა“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების პრეზიდენტისთვის უკან დაბრუნების შემდეგ ეს ხარვეზებიც გამოსწორდება.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზები, რომლის გამოც დღეს ერთგვარი დაზუსტებები მოხდა. მე ვფიქრობ, ყველა იურიდიული და ლოგიკური განმარტებებით ეს იქნება გასაგებად ახსნილი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ის, რომ 8 ოქტომბერს უნდა იყოს არჩევნები, კონსულტაციების შედეგად დადგინდა.
ამას მოჰყვებოდა იურიდიული პროცედურები, როგორიცაა წერილობითი შეთანხმება, მისი ვადები, რომელ დღეს რა უნდა გაიგზავნოს… სწორედ ამ პროცედურულ ნაწილში იყო ხარვეზი და არა შეცდომა. ასე რომ, 8 ოქტომბერი რჩება. იმისთვის, რომ საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩეს, ეს ხარვეზებიც გამოსწორდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები