ანდრეს მამკინსი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს

„ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს“,- ეს განცხადება ევროპარლამენტში საქართველოს მომხსენებელმა ანდრეს მამკინსმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა.
„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა“,-აღნიშნა ანდრეს მამკინსმა.
მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრამდე, ანდრეს მამკინსის განცხადებით, იგი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, სადაც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია: საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები