მიხეილ დუნდუა: ადრე ვალზე დამოკიდებული ეკონომიკა ვიყავით, დღეს – მეტ განვითარებაზე ვფიქრობთ

ადრე ვალზე დამოკიდებული ეკონომიკა ვიყავით, დღეს კი მეტ განვითარებაზე ვფიქრობთ,-აღნიშნული განცხადება 20:30 -ის წევრმა, ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ვალების აღების ნაცვლად, ინვესტიციების მოზიდვაზე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნაზეა ორიენტირებული.
„თუ ჩვენ ადრე ვალზე დამოკიდებული ეკონომიკა ვიყავით, ანუ პირდაპირპროპორციულად ვიღებდით ვალს, შემდეგ მას ხელფასის სახით ვარიგებდით და ნაკლებად ვცდილობდით მის განვითარებაში ფოკუსირებას, დღეს ვალით გაზრდილი ეკონომიკური იმიტაციის ნაცვლად, ინვესტიციებზე გადავდივართ და უფრო მეტ განვითარებაზე ვფიქრობთ. მაგალითისთვის წინა წლებში, 2010 – 2011-ში რომ გაზსაცავი აგვეშენებინა და არა პარლამენტის შენობა, იმ პერიოდში ეკონომიკის ზრდის ტემპი შეიძლება 4 ან 5% ყოფილიყო, მაგრამ განვითარების კუთხით უფრო მეტ რამეს შევქმნიდით და მეტი პლაცდარმი გვექნებოდა მომავალი კონკურენტუნარიანობისათვის. დღეს ჩვენი ამოცანა კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნაა“,- განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები