მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა. მინისტრი შეხვედრებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპარლამენტარებთან გამართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობას. ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები