ზვიად კვაჭანტირაძე: კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, ”ნაციონალებისთვის” არის ”თურმანიძის მალამო

კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, არის ”ნაციონალებისთვის” ე.წ. თურმანიძე-ნაციონალების მალამო, – ასე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.
მისი თქმით, ის სერიოზულად არ განიხილავს აღნიშნულ კვლევას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში.
„სერიოზულად არ განვიხილავთ აღნიშნულ კვლევას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში. მიმაჩნია, რომ ამ კვლევას „ნაციონალებთან“ პირდაპირ რაფინირებული კომპანია ატარებს და ამის თაობაზე NDI-ის არაერთხელ განვუცხადეთ. არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია და მცდელობაც არ ყოფილა, რომ ნეიტრალური კომპანია ჩართულიყო. ეს კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, არის ”ნაციონალებისთვის” ე.წ. თურმანიძე-ნაციონალების მალამო, რომელსაც ისინი პერიოდულად ძალიან უხვად მოიხმარენ, მაგრამ ოქტომბერში მას უკუჩვენება აქვს და ვურჩევ, ცოტა ნაკლები მოიხმარონ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები