ზვიად ძიძიგური: ჩემთვის ყველაზე სერიოზული კვლევა საქართველოში არჩევნების შედეგებია

პარლამენტის წევრს, ზვიად ძიძიგურს NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 31 პროცენტმა არ იცოდეს მისი მაჟორიტარი ვინ არის, მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე. მისივე თქმით, მისთვის ყველაზე სერიოზული კვლევა არჩევნების შედეგია.
”NDI-ის წინა კვლევების მიხედვით, ”ნაციონალები“ უსწრებდნენ ,,ქართულ ოცნებას“. ჩემთვის ყველაზე სერიოზული კვლევა კი საქართველოში არის არჩევნების შედეგები. როდესაც კვლევა გვეუბნება, 31 პროცენტმა არ იცის, მისი მაჟორიტარი ვინ არისო, ვფიქრობ, რაღაც მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე. მე ამ კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მაქვს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა – 11%-მა. საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები