თამარ ტალიაშვილი: საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მადლიანი ადამიანია

საქართველოს გაუმართლა, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, ვიტყოდი, რომ ის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი ადამიანია, და ამას იძახის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დღეს, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, NDI -ს კვლევის შედეგებზე საუბრისას გააკეთა.
“ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში კულტურა იმისა, რომ როდესაც ხედავ, ადამიანს გასაჭირი აქვს, უნდა დაეხმარო. როდესაც არიან ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ ოპერაცია, მათ ხელი უნდა გაუწოდო. მან დაამკვიდრა კულტურა, რომ თეატრები უნდა აღდგეს და ეკლესიები აშენდეს. მხოლოდ სასიკეთო შეიძლება იყოს ისეთი ადამიანების ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მიმაჩნია, რომ საზოგადოების წევრების ჩართულობა საზოგადოებირვ მოვლენებში დადებითია. უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც უკვე წარმატებულები არიან, და რომლებსაც უკე გადაუჭრიათ ბევრი პრობლემა“,-განაცხადა ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები