თამარ ტალიაშვილი: „ქართული ოცნების“ სიაში ყოფნა ჩემთვის პატივი იქნება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა პორტალ „კვირაში” პრესკონფერენცია გამართა. შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ის „ქართული ოცნების“ რიგებში, მან განაცხადა, რომ თუ ასე მოხდა, მისთვის ეს დიდი პატივი იქნება.
„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მივიღე. აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“. ეს არის ერთადერთი ძალაა, რომელსაც სტკივა ხალხი და რომელიც ორიენტირებულია ხალხის პრობლემების გადაწყვეტაზე. მიმაჩნია, რომ ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანისთვის, იყოს „ქართული ოცნების“ სიაში არის პატივი და ჩემთვისაც ასე იქნება“,- განაცხადა ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები