სადამ ჰუსეინის სასახლე მუზეუმად გადაკეთდება

ერაყის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის სასახლე მუზეუმად გადაიქცევა. შენობა ერაყის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. გამოცემა Iraqi News-ის ინფორმაციით, მუზეუმში ერაყის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის 4 ათასი ექსპონატი განთავსდება, რომელთა ნაწილი ბაბილონის ეპოქას ეკუთვნის. პროექტის ღირებულება, ინვესტორების შეფასებით, 3,5 მილიონ დოლარს შეადგენს. სასახლის მუზეუმად გადაკეთება 2016 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი 2003 წელს ჩამოაგდეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ჯარები შევიდნენ. 2006 წლის 30 დეკემბერს ერაყის უზენაესი სასამართლოს განაჩენით ჰუსეინი სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები