დავით უსუფაშვილი: მოსახლეობის ინტერესი პარლამენტისადმი იყო, არის და იქნება მაღალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ინტერესი პარლამენტისადმი, საპარლამენტო არჩევნებისადმი იყო მაღალი, არის და იქნება.
როგორც დავით უსუფაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას აღნიშნა, რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის თაობაზე, ეს საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდება.
”საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში ასეთივე მაღალი მაჩვენებელი იქნება. მე ეს კონკრეტული მაგალითებით ვიცი – აიღეთ ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელი და ნახავთ, რომ მოსახლეობის ინტერესები პარლამენტისადმი, საპარლამენტო არჩევნებისადმი იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი. რაც შეეხება იმას, ვინ კმაყოფილია თუ უკმაყოფილოა თავისი არჩევანით, მაჟორიტარით თუ მის მიერ არჩეული პოლიტიკური პარტიით, მოდის ახალი არჩევნები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს უფრო დაფიქრებული და მისთვის უფრო მისაღები არჩევანი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. კითხვაზე, რამდენად იცით პარლამენტის საქმიანობის შესახებ – 7% აცხადებს, რომ იცის კარგად, 71% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად იცის, ხოლო – 21%-მა საერთოდ არ იცის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები