NDI: გამოკითხულთა 15 პროცენტი არჩევნებში მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ – 15 პროცენტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 13 პროცენტი მიიღო.
NDI -ს გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან – 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%“.