NDI – გამოკითხულთა 21% საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას დადებითად აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 21% დადებითად აფასებს – ასეთია ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგი. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% უსუფაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, ხოლო 14 % – ძალიან ცუდად. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად 34% აფასებს, ხოლო ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას – 6%. საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები