თავდაცვის ხარჯებით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის ხარჯებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 2015 წელს მსოფლიოში სამხედრო სფეროზე 1 ტრილიონ 70 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 1%-ით მეტია. თავდაცვის ხარჯების ზრდა, ძირითადად, აზიისა და ოკეანიის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ხარჯზე მოხდა. აშშ ლიდერად იმის მიუხედავად რჩება, რომ გასულ წელს თავდაცვის ხარჯები 2,4%-ით შეამცირა. მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც თავდაცვის ხარჯები 7,4 %-ით გაიზარდა, რამაც მისი მეზობელი ქვეყნების თავდაცვის ხარჯები გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები