სანქტ-პეტერბურგში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკი“ დააკავეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელმაც სირიის ტერიტორიაზე ტერაქტების მოსაწყობად სპეციალური მომზადება გაიარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.
დაკავებულის ვინაობა, ისევე როგორც მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, არ სახელდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები