42 აზერბაიჯანელი სამხედრო ავღანეთში სამშვიდობო მისიით გაემგზავრა
ავღანეთში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამშვიდობოების ჯგუფი გაიგზავნა. სამხედროები მისიის – „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ შემადგენლობაში განაგრძობენ მსახურებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, – წერს უცხოური მედია. სამშვიდობოების ჯგუფი 42 სამხედროსგან შედგება, მათ შორის 2 სამხედრო ექიმი და საინჟინრო ჯარის 2 ოფიცერია.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აზერბაიჯანი 2002 წლის 20 ნოემბრიდან მონაწილეობს.