ნეპალში ავტობუსი ხევში ჩავარდა – დაიღუპა 13 ადამიანი
ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი 200- მეტრიან ხევში ჩავარდა. კატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. მათ შორის 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი კჰოტანგის რაიონიდან კატმანდუში მიემართებოდა. მიმდინარეობს დაღუპულთა იდენტიფიცირება. პოლიცია მომხდარის გარემოებებს და მიზეზებს არკვევს. მსგავსი საგზაო შემთხვევები ნეპალში იშვიათი არ არის. ქვეყნის გზების უმრავლესობა ჰიმალაის სამთო სისტემის ქედებზე გადის, ავარიის გამომწვევი მიზეზები კი უფრო ხშირად გზის ხარისხია, – წერს უცხოური პრესა.