სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში ორი მედდა მოკლეს
რუსეთის სანქტ-პეტერბურგის საოლქო სამხედრო ჰოსპიტალში ორი მედდა მოკლეს. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. მკვლელობაში სამი სამხედრო მოსამსახურეა ეჭვმიტანილი, რომლებიც ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. დანაშულის ჩადენის შემდეგ ისინი მიიმალნენ. ამჟამად პოლიცია დაკავების ოპერაციას ატარებს და რკინიგზის სადგურებს და სასტუმროებს ამოწმებს.