ისლამისტების მხრიდან დაბომბვის საპასუხოდ თურქეთმა ცეცხლი გახსნა

თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა. ცეცხლი თურქეთის ქალაქ კილისას დაბომბვის საპასუხოდ გაიხსნა, რომელსაც ისლამისტებმა ორი რაკეტა ესროლეს. ტელეკომპანია NTV Turk-ის ცნობით, სირიის მხრიდან თურქეთის მიმართულების სარაკეტო ცეცხლი 7 აპრილს დილით გაიხსნა. ორი რაკეტა ქალაქ კილისას ცენტრში აფეთქდა. ერთი ჭურვი სკოლის სიახლოვეს დაეცა, ხოლო მეორე საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ბოლო ინფორმაციით, დაიჭრა სამი ადამიანი. ბოლოს სირიის მხრიდან თურქეთის მიმართულებით ცეცხლი 8 მარტს გაიხსნა. მაშინ ქალაქი კილისა სირიის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნებიდან დაიბომბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები