სირიამ თურქეთის ტერიტორია დაბომბა – არიან დაშავებულები

სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Dohan News Agency იუწყება. მათივე ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ სახლს თურქეთის ქალაქ კილისის ცენტრში მოხვდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განცხადება.
სირიაში თებერვლის ბოლოდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. სამშვიდობო შეთანხმება ტერორისტულ დაჯგუფებებზე – „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან ნუსრაზე“ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები