ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა საკნები
სასჯელაღსრულების სამინისტროს სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტებმა სასჯელაღსრულების N1 პირველი დაწესებულება ე.წ. კრიტი დაათვალიერეს. მათ მიეცათ საშუალება, თავად ენახათ ის გარემო, რომელშიც წლების განმავლობაში მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ. სტუდენტები სპეციალურ კურსს „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ დახურული ტიპის დაწესებულებაში ეუფლებიან, რომლის ფარგლებშიც მათ უკვე დაკეტილი და გაუქმებული დაწესებულების საკნები, სასეირნო ადგილები, ე.წ. კარცერები, სამედიცინო პუნქტები და პაემნების ოთახები დაათვალიერეს. სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ, ნახონ და დაათვალიერონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ამჟამად მოქმედი დაწესებულებები.