საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პრემიერს თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი – შესაბამისი ცვლილების შეტანა „საარჩევნო კოდექსში“ იგეგმება.
ცვლილებების ავტორები დეპუტატები – გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე არიან, ხოლო ინიციატორები – ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, გასწორდება არსებული ტექნიკური ხარვეზი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აღარ მოიხსენიება საქართველოს პარლამენტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები