ზვიად ძიძიგური: საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს და მას რაიმე საფრთხე არ ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს და მას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობაში 88 წევრი ირიცხება. 88-ს რომ გამოაკლდეს 6, არის 82, ამიტომ პარლამენტში უმრავლესობის არსებობა ისევ გრძელდება.
„ამიტომ ეს ჩვენი მისაღები გადაწყვეტილება არ არის, ეს არის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება უმრავლესობას, მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობაში 88 წევრი ირიცხება. 88-ს გამოვაკლოთ 6, არის 82, ამიტომ უმრავლესობის არსებობა პარლამენტში ისევ გრძელდება. ამას რაიმე საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “კონსერვატორები”, ამის შესახებ აუცილებლად გახდება ცნობილი. „პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ”კონსერვატორები”, ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები