ხელვაჩაურში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები