ბათუმში აფეთქებამ 15-მდე ბინა დააზიანა

ბათუმში გუშინ მომხდარმა აფეთქებამ 15-მდე ბინა დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 78 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის პირველი და მეორე ხარიხსის დამწვრობებით ქუთაისში გადაიყვანეს. აფეთქება დაშავებულის ბინაში, კორპუსის პირველ სართულზე მოხდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, სადარბაზოში 15-მდე ბინაა დაზიანებული, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა პირველ და მეორე სართულზეა. მათივე თქმით, ბუნებრივი აირის სამდღიანი გათიშვის შემდეგ მარტოხელა მამაკაცს გაზის ონკანი არ ჰქონდა გადაკეტილი, რის გამოც, გაზის მოსვლის შემდეგ, ოთახში შუქის ანთებამ აფეთქება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები