ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული შეტევის შედეგად დაზიანდა, მუშაობის ნაწილობრივი განახლებისთვის მზად არის. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ აეროპორტის ხელმძღვანელობაში აცნობეს.
აეროპორტში აცხადებენ, რომ ის რეისების მიღებას პარასკევის საღამოდან შეძლებს. ზავენტემის აეროპორტი 22 მარტს დაიხურა, როდესაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შენობის შიგნით ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედა. აეროპორტის დირექტორის, არნო ფეისტის თქმით, საწყის ეტაპზე აეროპორტი მხოლოდ 20%-ით დაიტვირთება. სრული დატვირთვით მის ამუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები