საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფილიპ ჰამონდს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ფილიპ ჰამონდს უმასპინძლა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებს შეეხო.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე გამაახვილეს ყურადღება.
“ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების იმედი გამოთქვა”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები