“უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას” – მათიკაშვილი
“უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„არასამთავრობო სექტორში არსებული პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა და საჯაროდ გახდა ცნობილი USAID-ის სკანდალის შემდეგ. ჩვენ უკვე წლებია ჩვენს ქვეყანაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ეს ბუნებრივია იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი არ იღებს პოზიტიურ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში იმ კუთხით, რა კუთხითაც მაგალითად გრანტების შესახებ კანონით არსებული ცვლილებებით, თვითონ სახელმწიფომ გადაწყვიტა დაეფინანსებინა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიზნები ეხება უშუალოდ სახელმწიფოს, ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, – განმარტა მათიკაშვილმა.