“ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე; ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ, ჯობს – ჭკვიანად იყვნენ” – მეუფე იაკობი

“ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე; ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ”, – ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ისაუბრა.

„როდესაც მსოფლიოში ამდენი არეულობაა და ამ პატარა საქართველოსთვის იცლი, ან მართლა ქრისტე უნდა იყო, ან – დიდი ინტრიგანი. გამეცინა, გუშინ ვნახე შევდეთიდან უთანაგრძვნეს [პროტესტის მონაწილეებს]. ჩვენზე ძალიან ვინ ვის უნდა თანაუგრძნოს?! შეეშვით ჩვენთან არევდარევის შემოტანას. ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებთ. ქართველებიც გარე-გარე რომ დრბიხართ, გარეთ ვინ გიშველით?! თანამდებობები გინდათ და რას აწვალებთ, რას არბენინებთ ხალხს ქუჩაში?! მინდა უცხოელებს ვუთხრა, თავიანთ ერებს მიხედონ და ჩვენთან თუ კეთილი ურთიერთობა უნდათ, შეგვეშვან. ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს ჭკვიანად იყვნენ“, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები