Bloomberg: პუტინი მზად არის დროებითი ზავისთვის, თუ საბოლოო შეთანხმებაზე პროგრესი იქნება

პუტინი მზად არის განიხილოს დროებითი ზავი უკრაინაში იმ პირობით, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე პროგრესი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის უნდა არსებობდეს მკაფიო გააზრება იმისა, თუ როგორი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო პრინციპები.

გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს შესაძლო სამშვიდობო მისიის პარამეტრების განსაზღვრას, მათ შორის შეთანხმებას, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას მასში.

აღნიშნული  გზავნილი რუსულმა მხარემ ამერიკულ მხარეს თებერვალში საუდის არაბეთში რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები