გიორგი სოსიაშვილი – ოპოზიციაზე: ქართველმა ხალხმა დაამთავრა მათი ბატონობა და ყოველ არჩევნებზე მათი მარცხი ამის დამადასტურებელია
“ოპოზიციის აბსურდულ განცხადებებს ჩვენი საზოგადოება პასუხობს იმით, რომ ყოველ ჯერზე მარცხდებიან ისინი და ეს არის ქართველი ხალხის პასუხი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს.
“ქართველმა ხალხმა დაამთავრა მათი ბატონობა და ყოველ არჩევნებზე მათი მარცხი და მარცხის რეჟიმში არსებობა ამის დამადასტურებელია.
მათი ნარატივია, როგორმე საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ. წყურვილი აქვთ, რომ როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არის წარსული და ის აღარასდროს განმეორდება. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” ერთადერთი ძალაა, რომელიც ორიენტირებულია ქართველი ხალხის მომავალზე, მის ინტერესებზე”, – აცხადებს სოსიაშვილი.