ზურაბ ქადაგიძე: დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ
„რა საშინელებაც ახლა სირიაში ხდება, ასეთი ნაძირალა პოლიტიკოსების დამსახურებაა, ცალი ხელით რომ მშვიდობაზე საუბრობენ და ცალით, ტერორიზმთან თანამშრომლობენ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მხრიდან გამოჩენილ ინდიფერენტულობას ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების მთავრობები საქართველოში დემოკრატიას აკრიტიკებენ მაშინ, როცა თავად ტერორისტებს აგულიანებენ.
„რა სჭირს მსოფლიოს?
ამათი ელჩები ქართულ დემოკრატიას იწუნებენ. სამაგიეროდ, სირიის მთავრობას თანადგომას აღუთქვამენ.
დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ.
ამათი მთავრობები შეშფოთებული სახეებით გვიმტკიცებენ, საქართველოს უკუსვლას, სამაგიეროდ – ტერორისტებს აგულიანებენ.
რა საშინელებაც ახლა სირიაში ხდება, ასეთი ნაძირალა პოლიტიკოსების დამსახურებაა, ცალი ხელით რომ მშვიდობაზე საუბრობენ და ცალით, ტერორიზმთან თანამშრომლობენ.
კიდევ დარჩა კითხვები – ვინ ემსახურება ომის დისტრიბუციას მსოფლიო მასშტაბით და ვინ არიან „გოპნიკები”? – წერს ზურაბ ქადაგიძე.