15 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ში 67 წლის ბრედ სიგმონი სიკვდილით, ცეცხლსასროლი იარაღით დასაჯეს
სამხრეთ კაროლინის მცხოვრები, 67 წლის ბრედ სიგმონი სიკვდილით ცეცხლსასროლი იარაღით დასაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასიკვდილო განაჩენის ეს მეთოდი შეერთებულ შტატებში 2010 წლის შემდეგ პირველად გამოიყენეს.
სიგმონს სასჯელის უმაღლესი ზომა მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი. მან აღიარა, რომ ყოფილი შეყვარებულის მშობლები ბეისბოლის ჯოხით მოკლა.
ტყვიით სიკვდილი მან თავად არჩია, რადგან სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სხვა არჩევანს ბევრად უარესად თვლიდა.