აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში „მშვიდობა“ სურს.
კითხვაზე, სჯერა თუ არა ვლადიმირ პუტინის, როდესაც ის ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, თქვენ იცით, მე მჯერა მისი“.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ რუსეთთან, მაგრამ ამჟამად ისინი უმოწყალოდ ბომბავენ უკრაინას. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინასთან ურთიერთობა უფრო რთულად მეჩვენება და მათ არ აქვთ ძლიერი პოზიცია.
რაც შეეხება საბოლოო შეთანხმების მიღწევას, შეიძლება უფრო მარტივი იყოს რუსეთთან ურთიერთობა, რაც გასაკვირია, რადგან მათ ძლიერი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.