დავით ქართველიშვილი: რაც კი ყველაზე საშინელი, გაუკუღმართებული და ამორალურია რუსეთში – ქართველ “ნაცებს” ჩვენთან გადმოაქვთ, მათ შორის, „შიშველი წვეულებები”
საქართველოში ამორალური წვეულებების გამართვას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში წერს, რომ Kinky Party-ის სახელწოდებით ცნობილი ეროტიკული წვეულებები თავის დროზე რუსეთში ტარდებოდა.
2024 წლის თებერვალში კი, ქართველიშვილის თქმით, Kinky Party-ის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ შოუს საქართველოში გადმოიტანდნენ.
როგორც ექსპერტი წერს, ყველაზე ხელსაყრელ დროდ კი, ამისთვის მარხვის პერიოდი აირჩიეს.
„არ იქნება რუსი ნაცი? არ იქნება ბორდელი. რაც კი ყველაზე საშინელი, გაუკუღმართებული და ამორალურია რუსეთში – ქართველ ნაცებს ჩვენთან გადმოაქვთ. მათ შორის ე.წ. „შიშველი წვეულებები”. თბილისისთვის ეს „ვეჩერინკები” არახალია, გადმოინაცვლა ჩვენკენ მოსკოვიდან და კრასნოდარიდან, თბილისში პირველად გაიმართა 2022 წლის დეკემბერში. მეორე ღონისძიება გაიმართა ერთი წლის შემდეგ – 2023 წლის დეკემბერში, ხოლო მესამე 2024 წლის მარტში.
თუმცა, საქართველოს დედაქალაქი ბოლო დროს არა მხოლოდ ამ რუსული სექს-წვეულებებით გამდიდრდა. 2024 წლის სექტემბერში თბილისში მთელი BDSM კულტურის ფესტივალიც კი გაიმართა. ამ „კულტურულ ღონისძიებას” ესწრებოდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი „მცოდნეები” და ემიგრანტები, არამედ სტუმრები BDSM- „კულტურით” ცნობილი განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებიც სპეციალურად ამ ფესტივალზე ჩამოვიდნენ.
რაც შეეხება „შიშველ წვეულებას” – მას «Kinky Party» ეწოდება, ეს არის ე.წ „სექს-პოზიტიური წვეულების” თემატიკის „ივენთი”, თავისი დრეს-კოდით, სპეციფიკური მუსიკით და შოუ-პროგრამით.
ასეთ წვეულებებზე ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ ნებაყოფლობით და „კანონის ფარგლებში”. მონაწილეებმა უნდა მოითხოვონ სპეციალური ნებართვა, თუ მათ სურთ სხვა სტუმრებთან რაიმე ფორმით ურთიერთობა. აკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღება. სტუმრებმა უნდა დაიცვან ჩაცმის კოდის მოთხოვნები – ის უნდა იყოს სექსუალური, ნათელი და ესთეტიკურად სასიამოვნო და შეესაბამებოდეს წვეულების თემას.
წვეულებებზე ნებადართულია ალკოჰოლის დალევა. არასრულწლოვანებს დასწრება ეკრძალებათ. 2016 წლიდან «Kinky Party» მოსკოვში იმართება 18 წელზე უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის. «Kinky Party»-ს ვებსაიტზე პროექტი განთავსდა, როგორც „ნათელი ეროტიკული შოუ მუსიკით, ცეკვით და ახალი ნაცნობებით”. 2017 წელს „კინკი წვეულებას” – „ეროტიკულ მასკარადს” უწოდებდნენ. ამავდროულად, მათი ორგანიზატორების თქმით, ისინი „სექსის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ არ მოუწოდებენ ამისკენ”.
2018 წელს Kinky Party-ის დამფუძნებელმა ტაისია რეშეტნიკოვამ განაცხადა, რომ მათ გამართეს 18 სექს-წვეულება, რომელსაც უკვე დაესწრო 5000 ადამიანი. 2022 წლის მარტში „კინკი წვეულების” ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ გამართავდნენ წვეულებებს „დრესკოდის, სექსუალური ურთიერთობისა და ხმამაღალი მუსიკის გარეშე”, მაგრამ შემდეგ დაუბრუნდნენ ჩვეულ ფორმატს. 2022 წლის აგვისტოში ტაისია რეშეტნიკოვამ აღიარა, რომ მათი გუნდისა და აუდიტორიის ნახევარი სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა.
Kinky Party Instagram-ის გვერდს 21000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2024 წლის თებერვალში Kinky Party-ის საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ ახლო მომავალში არ გამართავდნენ ღონისძიებებს მოსკოვში და განაცხადეს, რომ გადაიტანდნენ თავიანთ სექს-წვეულებებს საქართველოში. თბილისის „კინკი წვეულების” ოფიციალური ტელეგრამის არხის აუდიტორიას 2600-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
როდისაა საქართველოში რუსული სექს-წვეულების ჩასატარებლად ყველაზე ხელსაყრელი დრო? რა თქმა უნდა – დიდი მარხვის პერიოდი. განსაკუთრებით სექს- გარყვნილების წინააღმდეგ მიღებული კანონების ფონზე. ამიტომ „რუს ნაცებს სუნი არ ასდით” ფორმატში, ქართველი ნაცები თავის მორიგ «Kinky Party»-ს თბილისში 2025 წლის 15 მარტს ჩაატარებენ დევიზით: „Noir Desire”. არ ვიცი ადგილი, სად ჩაატარებენ და ზუსტი დრო, უბრალოდ მაინტერესებს – შეძლებენ ჩატარებას თუ არა…” – წერს დავით ქართველიშვილი.