“სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს „დიფ სთეითი”, იგივეა შვედეთის და სხვა ქვეყნების შემთხვევები” – ლევან მაჭავარიანი
“სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს „დიფ სთეითი”, იგივეა შვედეთის და სხვა ქვეყნების შემთხვევები, სადაც მთლიანად ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები არიან „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„როდესაც USAID-ისა და NED-ისგან ცდილობდა „დიფ სთეითი” საქართველოში რევოლუციური სცენარის მოხდენას, ამ შემთხვევაში, მათ უბრალოდ საკუთარი თავის რებრენდინგი მოახდინეს და ახლა, ამ კონკრეტული ქვეყნების მეშვეობით ცდილობენ, აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. რა შეგვიძლია ბალტიისპირეთის სანქციებზე ვთქვათ? ლაშა ტალახაძე რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდება, უბრალოდ სამარცხვინოა. მათ სია პირდაპირ მიაწოდეს იქ გადაბარგებულმა კოლექტიურმა გიგაურებმა და ლომჯარიებმა.
როდესაც უტევდნენ ჩვენს ქვეყანას USAID-ის და NED-ის მეშვეობით და არაფერი გამოუვიდათ, მადლობა ღმერთს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს დონორი ორგანიზაციები იმ კრიმინალურ საქმიანობაში, რასაც ისინი ეწეოდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ათობით ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, უკვე მთლიანად აქცენტი გააკეთეს ევროპულ ქვეყნებზე და ევრობიუროკრატებზე”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე განცხადებით,