“რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი განულებულია; ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, სადაც სადაც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება” – მათიკაშვილი

“რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი, პრაქტიკულად, განულებულია; ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, სადაც სადაც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი პრაქტიკულად განულებულია. ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, სადაც სადაც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება. თუ ისინი [ოპოზიცია] უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, ამის ახსნა იქნება სწორედ ეს. ვითომ პრინციპული განცხადებები ხშირად იცვლება უპრინციპო რადიკალების მხრიდან. იგივე პუფების თემას გაგახსენებთ. ერთმანეთს პუფებს ეძახდნენ და მერე ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შესვლაზე რადიკალები. არც ისაა გამორიცხული, რომ არჩევნების თარიღამდე რიგი დადგეს ცესკოში რადიკალების მიერ დასარეგისტრირებლად“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორკაციისთვის, 5 მარტს ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები