უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: დამატებითი ვალდებულება – არჩევნებთან თუ სხვა საქმესთან, მოსალოდნელი არ არის

საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის პარალელურად, არანაირი დამატებითი ვალდებულება – არჩევნებთან დაკავშირებული თუ სხვა საქმესთან, მოსალოდნელი არ არის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს კონკრეტული ვალდებლებები ჰქონდა აღებული და აბსოლუტურად ყველა ვალდებულება ბოლომდე და ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული.
“არანაირი დამატებითი ვალდებულება – არჩევნებთან დაკავშირებული თუ სხვა საქმესთან, მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებისას, იცით, რომ იყო საკითხები იმის თაობაზე, უკრაინის და საქართველოს საკითხი ერთად გაეტანათ თუ ცალ-ცალკე. ამას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
ბუნებრივია, როცა რამდენიმე ქვეყნის თემაა, იქ ნიუანსებში განსხვავება არის. შეიძლება გადაეწყვიტათ, რომ ეს საკითხები ერთად გაეტანათ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, კომისიის დონეზე გადაწყდა, რომ საქართველოს თემაზე გადაწყვეტილება ცალკე იქნება მიღებული, უკრაინაში – მოგვიანებით.
ევროპარლამენტში უკვე რაიმე მსგავსი მოსაზრებით, რაიმე ტიპის სიახლე იქნება თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაიმე ახალი პირობა – აი, ამას თუ გააკეთებთ, მაშინ ვიმსჯელებთ, არ არსებობს. შესაძლოა, მათ საკუთარი გადმოსახედიდან, საკუთარი დღის წესრიგიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, რაიმე ოდნავ სხვა პროცესი დაინახონ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არჩევნების დასახვა, როგორც “აი, ვნახოთ როგორ არჩევნებს ჩაატარებთ და მერე მოვუბრუნდებით”, – ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება თავად ევროკავშირის მხრიდად დადებული პირობის დარღვევა, რადგან ამ პროცესს ასეთი წინაპირობა არ ახლდა”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ცნობისთვის, “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები