“რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე” – კირცხალია
“რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის არჩევნებიდან ცნობილია საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც ISFED- ის მიერ პროკურატურისთვის საპარლამენტო არჩევნების „პივიტის“ დოკუმენტების გადაცემის გაჭიანურების საკითხს გამოეხმაურა.
„ერთია საჯარო სივრცეში გააზიარებს თუ არა ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც დასკვნას, ეს მათ იმიჯზე მოქმედებს და მეორეა, როდესაც პროკურატურა ითხოვს შენგან გასაჯაროებას და ინფორმაციის მიწოდებას. ეს უკვე სამართლებრივი საკითხია“, – აღნიშნა კირცხალიამ.