ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტებს აშინებთ ქვეყანაში უსაფრთხოების სახარბიელო მდგომარეობა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპონენტებს ქვეყანაში სახარბიელო უსაფრთხოების მდგომარეობა აშინებთ.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ხდება ანგარიშის წარდგენა პარლამენტის წინაშე.
“პირველი შემთხვევაა, როდესაც ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ანგარიშის წარდგენა პარლამენტის წინაშე. მე მესმის, რომ ჩვენს ოპინენტებს აშინებთ ქვეყანაში ძალიან კარგი უსაფრთხოების მდგომარეობა, ამ ინსტიტუციების ძალიან ეფექტური მუშაობა იმდენად, რამდენადაც ეს აისახება ქვეყნის სტაბილურობაზე, მის განვითარებაზე და, სამწუხაროდ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ჰგონია, რომ ქვეყნის წარმატება მათი პოლიტიკური მარცხი არის”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები