ეგვიპტური თვითმფრინავის გამტაცებელი დაკავებულია

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელი დაკავებულია, – ამის შესახებ ტვიტერში კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის რვა წევრმა და მგზავრებმა თვითმფრინავი დატოვეს.
EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, დღეს აფეთქების მუქარით ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა გაიტაცა. მოგვიანებით ავიალაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იკმყოფებოდა. მათმა უმეტესობამ გამტაცებელთან მოლაპარაკების შემდეგ თვითმფრინავი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები