სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე დეპუტატმა აღნიშნა, ამ საქმეში მისი როლი მხოლოდ თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრისა და ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, ავთანდილ ჭოლოკავას გაცნობაში მდგომარეობს.
სესიაშვილის თქმით, მან ჩათვალა, რომ ჭოლოკავას იდეა სახელმწიფოსთვის მიმზიდველი იყო.
“ის თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით კაბელებით დაქსელვას სთავაზობდა და რამდენიმე წვერის უფასოდ მიწოდებას თავდაცვის სამინისტროსთვის. მიმააჩნდა, რომ ეს იდეა საინტერესო იყო და ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. ამ შემთხვევაში ჩემი როლი თავდაცვის მინისტრისა და ამ ადამიანის გაცნობა იყო”, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, ჭოლოკავას სანდოობის შემოწმება მისი კომპეტენცია არ ყოფილა და თუ რაიმე ეჭვი არსებობდა, თავდაცვის სამინისტროს უნდა მიემართა კონტრდაზვერვის სამსახურისთვის, რათა ამ პიროვნების სანდოობა და საიმედოობა დაედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები