ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი სესიაშვილი დაიკითხება

დღეს, საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე შესაძლოა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაიკითხოს.
დეპუტატი სხდომაზე მისვლას გეგმავს, თუმცა წინასწარ ამ თემზე საუბრისგან თავს იკავებს.
“ამ თემაზე კომენტარს მხოლოდ სასამართლოს შემდეგ გავაკეთებ “, – განაცხადა სესიაშვილმა.
დაცვის მხარე ირაკლი სესიაშვილს მნიშვნელოვან მოწმედ მიიჩნევს და მისთვის არაერთი კითხვის დასასმელად ემზადება. სასამართლო სხდომა 11:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულთა დაკითხვაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები