ეკა ბესელია: პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა ცალკე დანაშაულად გამოვა

პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა ცალკე დანაშაულად გამოვა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, პოზიციები შეჯერდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„კანონპროექტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა და ეს პოზიცია შევაჯერეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან, ახალი მუხლის დამატებას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსში 157 პრიმა მუხლი, ეს არის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა ცალკე დანაშაულად გამოვა, როგორც განსაკუთრებული დაცვის სფერო, ის იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ნუსხაში რადგან სანქცია გათვალისწინებული იქნება პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისთვის სხვადასხვა მაკვალიფიცირებელი ნიშნით, საბოლოო ჯამში, ათ წლამდე. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი აუცილებელი იმისთვის, რომ გავამკაცროთ ყველა იმ შესაძლო უკანონო ქმედების ფაქტი, რომელიც შეიძლება იყოს ადამიანების პირად ცხოვრებაში“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები