კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD), საბერძნეთში, კრეტას სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში 6 მაგნიტუდის მიწისძვრის შესახებ განაცხადა.
AFAD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის სიღრმე 17.7 კილომეტრში იყო.
მედიის ცნობით, ბიძგები თურქეთშიც დაფიქსირდა. მიწისძვრა მუღლას შტატის, დატჯას რაიონიდან 166 კილომეტრში დაფიქსირდა და იზმირსა და მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას არანაირი უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია.