ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
გარდაცვლილებს უცნობებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.
აშშ-ში ისრაელის ელჩის განმარტებით, მოკლული ახალგაზრდა წყვილი იყო, რომელიც ნიშნობისთვის ემზადებოდა.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებისას პალესტინის მხარდამჭერ ფრაზებს წარმოთქვამდა.
მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მომხდარი დაგმო.
“საშინელი მკვლელობები ვაშინგტონში, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, უნდა დასრულდეს! სიძულვილსა და რადიკალიზმს აშშ-ში ადგილი არ აქვს”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.