თბილისში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს

თბილისში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. როგორც “კვირას” ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილის 11:00 საათზე ნაძალადევის რაიონში მოხდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, თუ ბანკიდან რა ოდენობის თანხაა წაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან 2 000 ლარი წაიღეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები