მურმან დუმბაძის ძმის, მეზობლების და ნათესავების სახლები გაქურდეს – საქმე აღძრულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის, მეზობლების და ნათესავების სახლები გაქურდეს.
როგორც “კვირას“ მურმან დუმბაძემ განუცხადა, სულ რვა ოჯახი გაქურდეს.
დეპუტატის თქმით, მძარცველებმა თანხა, ავტომობილი და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს.
“ჩემი ძმის სახლია გაქურდული, ასევე მეზობლების ნათესავების, სულ რვა ოჯახი, ერთ- ოჯახიდან ავტომობილია წაყვანილი, ასევე თანხაა მოპარული სხვა ოჯახიდან. მძარცველი, რომელიც ჩემი ძმის ოჯახში შევიდა, ნიღბით იყო, ჩემმა ძმისშვილმა შენიშნა ნიღაბი და ხანჯალი. ეს ხანჯალი ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა. დაახლოებით 1:00 საათიდან 3:00 საათის მონაკვეთში მიმდინარეობდა სახლების გაქურდვა. ჩემი ძმის ოჯახიდან პოლიციაში მალევე დარეკეს და მინდა ვთქვა, რომ მათ ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ვიმედოვნებ,რომ მალე გამოიძიებენ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ქურდობის სამ ფაქტთან დაკავშირებით. ესენია სახლიდან საოჯახო ნივთების წაღება, მანქანის მოპარვა და ავტომობილიდან ფულის მოპარვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები