თელავში ყალბი ფულის გამოყენებისთვის 2 პირი დააკავეს
თელავში ყალბი ფულის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 212-ე მუხლით. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე დეტალები უცნობია და არ კონკრეტდება თანხის ოდენობაც.