კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები არ გამართულა

“ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები არ გამართულა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არანაირი განხილვა ყოფილი პრემიერის საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„არ არის სიმართლე, რომ ეს საკითხი გუნდში განიხილებოდა. პრემიერთან არანაირი საუბარი, არანაირი განხილვა არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. ამაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყოფილ თავმჯდომარესთან, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს – ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
უკვე ცნობილია,რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა აპრილში ჩატარდება. ყრილობაზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები